30 ოქტ - 13 ნოე
 ვიპ 
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვებიB2B /კორპორატიული გაყიდვები 
- ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვილოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: დროებითი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული,ინგლისური
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას, უმცროსი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
დაქირავებული თანამშრომელი სამუშაოს შეასრულებს შპს " გლოვოაფფ ჯორჯიას" პროექტის ფარგლებში.
კონტრაქტის ხანგრძლივობა- 6 თვე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- პარტნიორებთან (პატარა და საშუალო ბიზნესები) რეგულარული კომუნიკაცია და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება;
- შეთავაზებების მომზადება და წარდგენა პარტნიორებისთვის;
- ხელშეკრულებების მომზადება, შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა;
- პარტნიორებისთვის ასორტიმენტის ჩამონათვალის მომზადებაში (Excel ფორმატში) დახმარება და შესაბამისი მონაცემების ორგანიზება;
- აქტივაციის პროცესის მონიტორინგი — ყველა საჭირო ნაბიჯის (შეთავაზება, ხელშეკრულება, პროდუქტის განთავსება, სისტემაში ინტეგრაცია და სხვ.) დროული შესრულების უზრუნველყოფა;
- ახალ პარტნიორებთან პირველი თვის განმავლობაში ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიკაცია და შესაბამისი განყოფილებებისთვის გადაცემა/მონიტორინგი მათი აღმოფხვრისთვის;
- არსებული პარტნიორებთან მარკეტინგული აქტივობის (Ads Serveri) შეთავაზება.
- პერიოდული ანგარიშების მომზადება გაყიდვების და პარტნიორული აქტივობების შესახებ.
კრიტერიუმები რომელსაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
- სასურევლია მსგავსპოზიციაზე ან B2B გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება
- კომუნიკაციის, მოლაპარაკების და კლიენტებთან ურთიერთობის ძლიერი უნარები;
- ორგანიზებულობა და პროცესის მართვის უნარი
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ინგლისური ენის ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება პატარა და საშუალო ზომის პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, თანამშრომლობის პროცესის მართვაზე და პარტნიორთა აქტივაციის სრულ ციკლზე — შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე და ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაციამდე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
 გაყიდვები 
 B2B /კორპორატიული გაყიდვები 
 ნახვები   
 უნიკალური ნახვები   
 გაგზავნილი CV-ები  0 
