08 ოქტ - 06 ნოე
სტანდარტი
კომერციული მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@blackseadistribution.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000(+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "ბლექ სი დისთრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა - B2
- განათლება - სასურველია (ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ფინანსების მიმართულებით)
- საოფისე პროგრამების ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ბაზართან და კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში.
- შესასყიდი პროდუქციის ფასთა გამოკითხვა და ფასის დაფიქსირება წლიურად/სეზონურად, პროდუქციის სპეციფიკაციიდან, შესყიდივის მოცულობიდან, ა.შ გამომდინარე.
- პროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი, საბაზრო ფასების კონტროლი, სრულ ასორტიმენტზე;
- შეკვეთების დაგეგმვის, ფორმირებისა და მათი ლოგისტიკური პროცესის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- მომწოდებლებთან მოლაპარაკება, ექსკლუზივის კონტრაქტების გაფორმების/განახლების თაობაზე;
- მომწოდებლებთან საკრედიტო პერიოდის მოთხოვნა/გაუმჯობესება;
- საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება, შერჩეულ ბრენდებთან კომუნიკაცია და შემდგომი თანამშრომლობა;
- ახალი ბრენდების ასორტიმენტის შესწავლა და შერჩეულ პროდუქტებზე ნიმუშების გამოგზავნის ორგანიზება;
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, შემოსავლისა და მოგების მიზნების მისაღწევად.
- კლიენტის მოთხოვნების საფუძველზე მორგებული გადაწყვეტილებებისა და პროდუქტის შეთავაზებების შემუშავება.
- ძირითად კლიენტებთან ფასებსა და პირობებზე მოლაპარაკება/შეთანხმება.
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა სავაჭრო აქციების, პრეზენტაციებისა და დეგუსტაციების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
- ადგილობრივ საბაზრო ფასებზე ინფორმაციის ფლობა და კონკურენტუნარიანი სამიზნე ფასების განსაზღვრა / შესაბამისი პროდუქციის მოძიება.
- პროდუქციის ფასწარმოქმნის შედგენა;
- კატეგორიის მართვისათვის საჭირო რეპორტინგის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება/კონტროლი;
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა.
შერჩევის ეტაპები მოიცავს ტესტირებას Excel-ის საბაზისო დონესა და ინგლისურში (B2) და პოზიცასთან დაკავშიებულ სიმულაციურ დავალებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@blackseadistribution.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "კომერციული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები