დღეს - 13 ნოე
სტანდარტი
კომერციული მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, აღმაშენებლის ხეივანი (დიღმის მასივი)
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@chita.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანია „ჭიტა“ 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი, კეთილგანწობით.
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
კომპანია „ჭიტა“ იწვევს კანდიდატს კომერციული მენეჯერის თანამდებობაზე
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 3000-3500 ლარი
- სამუშაო ადგილი: თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი 19;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები 09:30 – 18:30;
ძირითადი მოვალეობები:
- სტრატეგიული დაგეგმვა: კომპანიის კომერციული მიზნების განსაზღვრა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის საფუძველზე.
- გაყიდვების მართვა: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივირება და ყოველდღიური მუშაობის კონტროლი. გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და ძირითად კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება.
- ფინანსური და ოპერაციული კონტროლი: შემოსავლებისა და მოგების ზრდაზე ზრუნვა, ბიუჯეტისა და ხარჯების ეფექტური მართვა. პროდუქციის მარაგების, ფასწარმოქმნის, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის პროცესების ოპტიმიზაცია.
- მიმწოდებლებთან ურთიერთობა: მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება და მათთვის კომერციული პირობების განსაზღვრა.
- ანგარიშგება და ანალიტიკა: გაყიდვების, მოგების და სხვა მნიშვნელოვანი კომერციული მაჩვენებლების სისტემური ანალიზი და რეგულარული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.
ძირითადი მოთხოვნები:
განათლება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესი, მენეჯმენტი, ეკონომიკა)
სამუშაო გამოცდილება:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციულ, გაყიდვებისა და/ან შესყიდვების მართვის სფეროში.
- გამოცდილება საცალო ვაჭრობის ქსელში ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული უნარები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების უნარი.
- ფასებისა და მარაგების მართვის გამოცდილება.
- მოლაპარაკებების წარმართვისა და კონტრაქტების შედგენის უნარი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი (მონაცემების გაანალიზება, ტენდენციების დადგენა).
პიროვნული თვისებები:
- ლიდერობის უნარი და გუნდის მართვის გამოცდილება.
- სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა.
- კომუნიკაბელურობა და პარტნიორულ ურთიერთობებში მოქნილობა.
კომპიუტერული უნარები:
- Microsoft Office-ის (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა მაღალ დონეზე.
- სასურველია CRM, ERP ან ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
ენობრივი ცოდნა:
- ქართული – სრულყოფილად.
- ინგლისური ან რუსული – სასაუბრო დონეზე (უპირატესობა მიენიჭება ინგლისურს).
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე :hr@chita.ge 15 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები