შემდეგი
10 ოქტ - 07 ნოე
ვიპ
ლაბორატორიის სპეციალისტი უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებაში
თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@letsbealive.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
სამედიცინო მოწყობილობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 4000 - 5000(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა,ბონუსები და წახალისება,კომუნალური ხარჯების სუბსიდირება
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
სამედიცინო მოწყობილობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები: ინგლისური
შპს „ლეთს ბი“ აცხადებს ვაკანსიას - ლაბორატორიის სპეციალისტი უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებაში
ძირითადი მოვალეობები:
ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიიღება:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
ანაზღაურება და პირობები:
დამატებითი შესაძლებლობები:
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: office@letsbealive@com
ძირითადი მოვალეობები:
- მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში და გაუმჯობესებაში.
- გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები.
- დაექვემდებაროს ლაბორატორიისა და განყოფილების ხელმძღვანელებს.
- შესაბამის ფორმებში გარემო პირობების ჩანაწერების წარმოება და განყოფილების ხელმძღვანელისთვის გადაცემა.
- სისტემატურად კვალიფიკაციის ამაღლება, ტრენინგებსა და პროფესიულ ტესტირებებში მონაწილეობა.
- ლაბორატორიული გარემოსა და აღჭურვილობის სტერილურობისა და უსაფრთხოების კონტროლი.
- აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება.
- შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დროულად ინფორმირება ხელმძღვანელობისთვის.
ექსპერიმენტებში მონაწილეობის მიიღება:
- ცოცხალ უჯრედულ კულტურებთან მუშაობა, მათი შენარჩუნება და ანალიზი.
- ბიოლოგიური ნიმუშების აღება და დამუშავება.
- მოლეკულურ დონეზე ანალიზების ჩატარება (DNA, RNA, ცილები) თანამედროვე მეთოდებით – PCR, ვესტერნ-ბლოტი, იმუნოფლუორესცენცია და სხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება (ბაკალავრი ან მაგისტრი ბიოლოგიაში, მედიცინაში ან რელევანტურ სფეროში).
- ლაბორანტის ან მსგავსი პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (2 წელი)
- მოლეკულური ბიოლოგიის სტანდარტული მეთოდების ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
- თანამედროვე ლაბორატორიული ტექნიკის მუშაობის პრინციპებისა და გამოყენების წესების ფლობა.
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი.
ანაზღაურება და პირობები:
- გამოსაცდელი ვადის შემდეგ ანაზღაურება 4000-5000 ლ და ბონუსი პაციენტების რაოდენობის შესაბამისად.
დამატებითი შესაძლებლობები:
- ვაკანსია განსხვავდება სტანდარტული შემოთავაზებებისგან: თქვენ გეძლევათ შანსი ჩაერთოთ უჯრედული თერაპიის საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევებში და პაციენტთთა მკურნალობისთვის მზა ინოვაციურ პროექტებში.
- ტრენინგები საქართველოში და საზღვარგარეთ, საუკეთესო სპეციალისტებთან მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის თანამედროვე მეთოდებში.
- სტაბილური სამსახური ერთ კომპანიაში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორიაში.
- საჭიროების შემთხვევაში კომპანია ხელს უწყობს აკომოდაციასა და ტრანსპორტირებას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: office@letsbealive@com
სამედიცინო
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები