ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შ.პ.ს. „მედალფა“ ჰოსპიტალური ქსელი აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. კასპში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: შპს „მედალფა“-ს კასპის კლინიკა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- სავალდებულოა ცოდნა: კლინიკური დიაგნოსტიკა, ბიოქიმია, იმუნოლოგია;
- ექიმ ლაბორანტად მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- დაქვემდებარებაში მყოფი ლაბორატორიული სამსახურის თანამშრომლების კონსულტირება საჭიროების შემთხვევაში და ზედამხედველობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,
გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონული ფოსტით მისამართზე hrmedalpha@medalpha.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 10სთ–დან 17 სთ–მდე შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. # 16; შ.პ.ს. „მედალფა“
(აუცილებელია სათაურის ველში იმ პოზიციის მითითება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 17/11/2025წ.
* წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.