30 ოქტ - 28 ნოე
ვიპ CV
დირექტორის თანაშემწე
ბათუმი, ძველი ბათუმის უბანი, ე. ნინოშვილის ქუჩა

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
„მარდი ჰოლდინგი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ კომპანიას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესებსა და პროექტებს.

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებელ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, რომელიც იქნება დირექტორის მარჯვენა ხელი ყოველდღიურ საქმიანობაში და შეუწყობს ხელს ორგანიზაციის ეფექტიან მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:
  • დირექტორის სამუშაო დღის დაგეგმვა და კოორდინაცია – პასუხისმგებელია დირექტორის ყოველდღიური განრიგის მართვაზე, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზებაზე, ასევე სამუშაო პროცესების გამართულ მიმდინარეობაზე;
  • დოკუმენტებისა და კორესპონდენციის კონტროლი – აკონტროლოს დირექტორის სახელზე შემოსული წერილები და კორესპონდენცია, უზრუნველყოს დროული ინფორმირება და საჭირო პასუხების მომზადება;
  • შიდა ადმინისტრაციული მხარდაჭერა – ჩართული იყოს შიდა ადმინისტრაციულ საკითხებში, მოაგვაროს ორგანიზაციული პროცესები და უზრუნველყოს ოფისის ოპერაციების გამართული მუშაობა;
  • კომუნიკაცია დეპარტამენტებთან – აწარმოოს კომუნიკაცია დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, უზრუნველყოს დირექტორისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება გადაწყვეტილებების მისაღებად;
  • დირექტორის უშუალო დავალებების შესრულება – ჩაერთოს სპეციალურ პროექტებში, სხვადასხვა საკითხების მოკვლევასა და სხვა დავალებების შესრულებაში დირექტორის მითითების საფუძველზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ან ადმინისტრირების მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამების (MS Office, Outlook, Google Workspace და სხვა) ცოდნა;
  • ორგანიზებულობის, დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალობის დაცვა;
  • ინგლისური, რუსული აუცილებელია დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, საოფისე გარემო
  • სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთით
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ
დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო
სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე:
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0