დღეს - 04 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება, ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ელექტრო და ელექტრონული წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება, ხაზის ოპერირება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
ელექტრო და ელექტრონული წარმოება - ენები: ქართული
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
სამუშაო პირობები:
- კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
- ანაზღაურება: 1400 ლარი (საათობრივი ანაზღაურება)
- სამუშაო საათები: დღის და ღამის ცვლები (09:00-18:00 - დღის ცვლა, 18:00-09:00 -ღამის ცვლა), თანამშრომელი იმუშავებს ორივე ცვლაში.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ)
- ტრანსპორტირება: ზედა სამგორის მეტროდან და რუსთავიდან
- კვებას უზრუნველყოფს კომპანია;
ძირითადი მოვალეობები:
- საწარმოო შეკვეთის მიხედვით დანადაგარის მომზადება;
- საწარმოო დანადაგრისთვის გამოყოფილი ინვენტარის/ნედლეულის მართვა;
- საწარმოო ინსტრუქციისა და სამუშაო სტანდარტის მიხედვით პროდუქციის დამზადება და წარმოების პროცესის მონიტორინგი;
- საწარმოო ხაზებზე არსებული ინვენტარის მოვლა;
- პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება და უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოქმედება.
მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური/პროფესიული განათლება
- სასურელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
- პუნქტუალურობა,
- ყურადღებიანი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ ინფორმაცია: ელ-ფოსტის მისამართზე hr@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
შპს „ელვარე“ გისურვებთ წარმატებას!
წარმოება/ოპერაციები
დანადგარის ოპერირება,
ხაზის ოპერირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
