ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეკეთება / მონტაჟი
ტექნიკის მონტაჟი და შეკეთება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო საქონელი და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური
,,ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას POS ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;
- ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;
- მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
- Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/t9jXtdEc

