17 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პარტნიორების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება ყველა შესაძლო საკომუნიკაციო არხის გამოყენებით;
- გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და შედეგის მიღწევა;
- კომპანიის მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება, გაუმჯობესება და რეგულარული მონიტორინგი;
- შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
- შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მომზადება და მონიტორინგი;
აუცილებელი უნარები:
- შესყიდვების-გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია (უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
- მართვის მოწმობა, B კატეგორია;
პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; შრომისმოყვარეობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
