03 დეკ - 01 იან
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მომწოდებლებთან რეგულარული წერილობითი თუ ზეპირი ურთიერთობა
- წლიური/ კვარტლური შესყიდვების გეგმის დამუშავება/განახლება კომპანიის გაყიდვების გეგმიდან და დაგეგმილი ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
- მომწოდებლების პორტალზე შეკვეთების განთავსება და შემდგომ მისი დროული მოწოდების უზრუნველყოფა
- კომპანიის და მომწოდებლების მიერ დასახული შესყიდვების გეგმის შესრულება და უზრუნველყოფა
- შესყიდვების რეპორტის წარმოება
- რეგიონების მიხედვით შეკვეთების გადანაწილება გაყიდვების ანალიზიდან და ტრეიდ-მარკეტინგული აქტიობებიდან გამომდინარე
- ყოველდღიური პროდუქციის წვდომის რეპორტის წარმოება
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული (აუცილებელი) ენის ცოდნა
- სავაჭრო ან მსგავს სფეროში სასურველია( არა აუცილებელი) 1 წლიანი გამოცდილება.
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა - შეფასდება მარტივი ტესტირებით;
- სასურველია 1C სისტემაში მუშაობის გამოცდილება
სხვა უნარები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00;
- ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად, შეთანხმებით.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- FitPass
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „შესყიდვების მენეჯერი“
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
1.დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
2.მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3.სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4.ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
5.მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
6.მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7.ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8.ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
9.შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
