17 ნოე - 05 დეკ
სტარტი
WMS ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები სისტემის ადმინისტრირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
ფარმაცევტული კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას WMS (Warehouse Management System) Operator პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • WMS სისტემის მონიტორინგი, ხარვეზებისაღმოჩენა და მათი გამოსწორება;
  • WMS სისტემის პრობლემური სიტუაციებისმართვა და კონტროლი;
  • WMS სისტემის ელექტრონულიმოწყობილობის მართვა, მომხმარებლების როლებისა და უფლებების მართვა;
  • WMS სისტემის ტრენინგებისჩატარება;

კვალიფიკაცია:
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
  • 1C:Enterprise 8 სისტემასთან მუშაობის გამოცდილება და/ან შესწავლის სურვილი.
  • Microsoft Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის საწყის დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკურ-პროფესიული).

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სიახლეების ათვისების უნარი;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5.12.2025წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);. 577 36 23 08

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/8OJ7061Yu3
ინფორმაციული ტექნოლოგიები
სისტემის ადმინისტრირება
ნახვები
უნიკალური ნახვები