დღეს - 27 დეკ
ვიპ CV
მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 4 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) Pay-Per-Click (PPC) რეკლამა, ბაზრის კვლევა, B2B მარკეტინგი, B2C მარკეტინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მედია და კომუნიკაციები მარკეტინგი და რეკლამა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი,უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
„მარდი ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე

"მარდი ჰოლდინგი" ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ ლიდერს, რომელიც შექმნის და განახორციელებს ეფექტურ მარკეტინგულ სტრატეგიას. მთავარი მიზანია გაყიდვების ლიდების (Leads) მაქსიმიზაცია და კომპანიის ბრენდის პოზიციონირების განმტკიცება საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰოლდინგის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული ბიუჯეტის გაწერა/მართვა და ROI-ს მაქსიმიზაცია;
  • გაყიდვების მხარდამჭერი შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგული მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში (სარეკლამო, PR და სხვ.);
  • ბრენდების სტრატეგიის შემუშავება, ცნობადობის გაზრდის უზრუნველყოფა და განვითარებაზე ზრუნვა;
  • ციფრული კონტენტის წარმოების კონტროლი – უზრუნველყოფს (და აკონტროლებს გუნდის/კონტრაქტორების მიერ) არსებული ვებგვერდისა და სოციალური არხების მართვას/განვითარებას, ვიზუალური მხარისა და ტექსტობრივი კონტენტის ხარისხიანი მომზადების პროცესს.
  • სააქციო და საკატალოგე პროდუქციის გადაღება და დამუშავების უზრუნველყოფა;
  • მარკეტინგის გუნდის მართვა და მათი პროფესიული განვითარება.
  • მარკეტინგული აქტივობების შესრულების ინდიკატორების (KPI) ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება: მინიმუმ 2-4 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში,
  • სექტორი: სასურველია დეველოპერულ/უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • განათლება: უმაღლესი განათლება
  • ციფრული ცოდნა: Google Analytics/Ads და Meta Business Suite-ის სრულყოფილი ცოდნა.
  • უნარები: ძლიერი ანალიტიკური, სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტაცია.
  • გუნდის მართვა: ლიდერობის, გუნდური მუშაობის ორგანიზებისა და მოტივირების დადასტურებული უნარი.
  • ენები: ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (წერითი კომუნიკაციის ჩათვლით)

დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, საოფისე გარემო
  • სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთით
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 3500 ₾, კვალიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია შეთანხმება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვით.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0