15 დეკ - 13 იან
სტანდარტი
რესტორნის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@craftfood.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორნები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
Craft Food ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „კრაფტ გრილი და ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე, ქ.თბილისში.
ძირითათი მიმართულება: გრილი (ხორც-პროდუქტები) და მასთან დაკავშირებული ყველა სახის მენიუ და კრაფტ ლუდი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა N103.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველყოფა ბრენდის საოპერაციო სტანდარტების შესაბამისად;
- საოპერაციო პროცედურების რესტორნის მომსახურე პერსონალისათვის გაცნობა და მათი შესრულების მონიტორინგი. ხარისხის კონტროლისა და სურსათის უვნებლობის პროცედურების დაცვა კომპანიის პოლიტიკასა და ჯანდაცვის რეგულაციების შესაბამისად. საჭიროებისამებრ გამოსასწორებელი ზომების მიღება;
- რესტორნის გაყიდვების მიზნების მაქსიმიზაცია სხვადასხვა გზებით, მათ შორის მარკეტინგულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების გზით. გაყიდვების გაზრდისათვის შესაბამისი გეგმების შემუშავება და მათი განხორციელება;
- რესტორანში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და ამ სტანდარტების ზედმიწევნით შენარჩუნება;
- ხარისხის, მომსახურებისა და რესტორნის სისუფთავის სტანდარტების მუდმივი დაცვა და გაუმჯობესების უზრუნველყოფა, ასევე საკვები პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა და კოორდინაცია, შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება დამტკიცებული სისტემებისა და დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად;
- დღის მანძილზე რესტორანში თანამშრომელთა საჭირო რაოდენობის ყოფნის უზრუნველყოფა. თანამშრომლების საქმიანობის ხარისხიანად და დროულად შეფასება;
- რესტორნის კომპანიის საოპერაციო პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. რესტორნის საქმიანობის შეფასება/გაანალიზება, რესტორნის შემოწმებისას მიღებული შეფასებების გათვალისწინება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
- დროის მართვის უნარი
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური განაწილების უნარი;
- გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
- ფინანსური მართვის უნარი;
- ძლიერი ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები;
- თანამშრომლების მოტივაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 17 იანვარი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
„subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „რესტორნის მენეჯერი".
სასტუმრო / რესტორანი / კვება
რესტორნის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
