დღეს - 23 იან
სტარტი
ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ოპერატორი / CCTV ოპერატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: უსაფრთხოება / დაცვა სათვალთვალო მონიტორინგი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    უსაფრთხოება / დაცვა სათვალთვალო მონიტორინგი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • ენები: ქართული
შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის ოპერატორის (CCTV ოპერატორი) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ელ. ფოსტის ან სატელეფონო ზარების საშუალებით შემოსული ინციდენტებზე მყისიერი რეაგირება, მათი აღრიცხვა და კონტროლი;
  • ქსელში არსებული ვიდეომონიტორინგის სისტემების მუდმივი მონიტორინგი, მათი პერიოდული შემოწმება და პროგრამული განახლება;
  • შიდა და გარე მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენა დისტანციურად;
  • შემოსული მოთხოვნების მიხედვით ჩანაწერების დაარქივება და მათი შესაბამისი წესით გადაცემა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება( სასურველია ტექნიკური მიმართულებით )
  • შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის(სასურველია ტექნიკურ დონეზე) ცოდნა
  • MS Office-ის სტანდარტული პაკეტის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • დროის რაციონალურად მართვის უნარი; სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 22.01.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577373161

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/5FVR6FBZZ2
უსაფრთხოება / დაცვა
სათვალთვალო მონიტორინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები