ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა, ხარჯების მართვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამოქალაქო საინჟინრო საქმე კორპორატიული სერვისები ბუღალტერია წარმოება მექანიკური ან სამრეწველო ინჟინერია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - ხარჯთაღმრიცხველის სტაჟირებას
კომპანიის შესახებ:
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ვაკანსიის შესახებ:
ანაზღაურება: 700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9
საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735
ფუნქცია-მოვალეობები:
საპროექტო დოკუმენტაციისა და მოცულობების უწყისების (BOQ) შედარება სახარჯთაღრიცხვო მონაცემებთან, მათ შორის შეუსაბამობების იდენტიფიცირება უფროსი სპეციალისტის ზედამხედველობით;
კლიენტებისა და ფინანსური გუნდისთვის წარსადგენი პირველადი განფასებების მომზადებაში მონაწილეობა;
საინჟინრო/საინსტალაციო მასალების ფასების აქტიური მონიტორინგი და კვლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე;
შერჩეული აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლების შედარება საპროექტო მოთხოვნებთან და დოკუმენტაციის სისწორის გადამოწმება;
დაკონტრაქტებამდე განფასებების კორექტირებაში მონაწილეობა ტექნიკური დეპარტამენტისა და პროექტანტების რეკომენდაციების საფუძველზე.
ძირითადი მოთხოვნები:
საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
ენები: ინგლისური
გამოცდილება: სასურველია
უნარები და თვისებები:
მათემატიკური აზროვნება;
სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
სამედიცინო დაზღვევა
პროფესიული განვითარება
სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
