09 იან - 07 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომპანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.
გაყიდვების დეპარტამენტში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს სავაჭრო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ.თბილისში. (გაყიდვების ტრადიციულ არხში სამუშაოდ TT)
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი (09:00-17:00-მდე) შაბათი (09:00დან- 15:00-მდე);
ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით + ყოველთვიური გეგმა.
ანაზღაურება: გაყიდვების გეგმის 100% შესრულების შემთხვევაში 2800 ლარი. (700 ლარი ფიქსირებული, 2100 ბონუსი)
სხვა ბენეფიტები: საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპანიის ავტომობილი - საწვავით უზრუნველყოფილი, სხვა დამატებითი, წამახალისებელი ბენეფიტები.
სავალდებულოა უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
- გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- სადისტრიბუციო კომპანიაში, გაყიდვების მიმართულებით, სავაჭრო წარმომადგენელის პოზიციაზე, მინიმუმ 3 წელიანი სამუშაო გამოცდილება.
- უმაღლესი განათლება
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია).
- MS Windows"-ის სტანდარტული პროგრამების ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-PJyOWY
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე:
https://www.ids-borjomi.ge/საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

