09 იან - 22 იან
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ტექნიკა და ქსელები
ტელეკომუნიკაციები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური,რუსული
კომპანიის აღწერა
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც ახალ გამოცდილებას ქმნის კავშირგაბმულობის ბაზარზე. მისი განვითარებული ციფრული ეკოსისტემის დამსახურებით, „სელფი მობაილი“ დგას ციფრული ტრანსფორმაციის სათავეში, რომლის არსიც სიახლეებისთვის, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური ნოვაციებისთვის მომხმარებლის მზადყოფნის უზრუნველყოფაა. „სელფი მობაილის“ ციფრული სამყაროს ცენტრში - აბონენტია და ყველა თანამედროვე მიღწევას კომპანია მისი მომხმარებლის საჭიროებებს არგებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოჰყევით ჩვენი LinkedIn-ის გვერდს:
სამუშაოს აღწერა
სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების თანმხლები სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. ახალციხეში
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, შაბათ-კვირა დასვენების დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + წლიური ბონუსი
დაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტების წარდგენა, რეკომენდაცია და შეთავაზება მომხმარებლებსა და პარტნიორებზე
- აქტიური გაყიდვების განხორციელება დადგენილი მიზნებისა და გეგმის შესაბამისად
- გაყიდვების მხარდამჭერ პროგრამებში მუშაობა
- რეგიონულ საწყობზე პასუხისმგებლობა: მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაციის ორგანიზება და საბუთების გამართვა
- პროდუქტის პარტნიორებზე/დილერებზე გაცემის პროცედურის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- დილერებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია, მხარდაჭერა და თანამშრომლობის პროცესის გამართული უზრუნველყოფა
- დილერების გაყიდვების ხელშეწყობა და საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
- დოკუმენტაციისა და არქივის მოწესრიგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
თუ შენ:
- გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ სტუდენტი
- სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე სასაუბრო დონეზე იცი ინგლისური და რუსული ენა
- სასურველია გქონდეს გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- შეგიძლია MS Office პროგრამებში (Word, Excel, PowerPoint) მუშაობა
- ხარ ორგანიზებული და შრომისმოყვარე
- გიყვარს კომუნიკაცია და მომხმარებლებთან ურთიერთობა
- შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობა და გადაწყვეტილების მიღება
- გაქვს ანგარიშგების მომზადებისა და საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი
და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა,
იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://smrtr.io/wvnXD
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22.01.2026
დამატებითი ინფორმაცია
იყო „სელფი მობაილის“ თანამშრომელი, ნიშნავს იმუშაო ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვითა და ერთგულებით კომპანიის ღირებულებებისა და ქცევის კოდექსის მიმართ; მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.
ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორობაზე ორიენტირებული და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.
პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, მიუკერძოებლად და გახსნილად.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
