დღეს - 11 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "NEXT Property"-ი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანია "NEXT Property"-ის პორტფოლიოში შეხვდებით 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- საპროექტო ნახაზებიდან (კონსტრუქცია, არქიტექტურა, MEP, ინტერიერი) მოცულობების დათვლა;
- საინჟინრო და არქიტექტურული ნახაზების საფუძველზე სამშენებლო მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრა;
- მშენებლობის ეტაპების დეტალური ანალიზი;
- პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა საქართველოში დადგენილი ნორმების მიხედვით;
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა და განფასების მომზადება;
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა და ანალიზი;
- პროექტის მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
- შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
- სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა.
- სატენედრო პაკეტის მომზადება და კონტრაქტორებისგან მიღებული განფასებების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის B1 დონზე ცოდნა;
- AUTO CAD/ARCHI CAD / Revit პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- MS Offce პროგრამების ცოდნა, Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
დასაქმების პირობები:
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV და პორტფოლიო (სასურველია PDF ფორმატში ან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: p.dumbadze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 05 თებერვლამდე
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Next"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია / ფინანსები
ხარჯთაღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
