დღეს - 11 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
- არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასების და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით. გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- ნაშთების კონტროლი და შესყიდვების პროპორციული დაგეგმვა. მინიმალური და მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;
- შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;
- პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან და მონიტორინგი;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- ახალი მომწოდებლების მოძიება, პროდუქტის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
- შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: 1800 ლარი (ხელზე ასაღები).
კორპ. დაზღვევა
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი-წთ. ხიდის მე-17 კმ
სამუშაო გრაფიკი - 09:00-18:00, კვირაში 5 დღე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/MLfdrOzc
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
