დღეს - 13 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
კომერციული სტრატეგია, კომერციული ოპერაციები და შესრულება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,ქართული
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციზე.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულება ამბულატორიული ქსელისთვის.
- შემოსავლების ზრდის, ფასების და მომსახურებების პორტფელის მართვა.
- გაყიდვების, მარკეტინგისა და პარტნიორული მიმართულებების კოორდინაცია.
- ბაზრის ანალიზი, კონკრეტული გარემოს შეფასება და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
- კონტრაქტების მართვა (კორპორატიული კლიენტები, სადაზღვეო კომპანიები, პარტნიორები)
- ტოპ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ეკონომიკის ან ჯანდაცვიხ მიმართულებით)
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება კომერციული/გაყიდვების ხელმძღვანელ პოზიციაზე.
- ჯანდაცვის ან ამბულატორიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითველბა პრიორიტეტულად.
- სტრატეგიული აზროვნება და ძლიერი ანალიტიკური უნარები;
- მოლაპარაკებების და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
- ლიდერული და გუნდის მართვის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენის მხრივ გთავაზობთ:
- თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების 50%-იანი თანადაფინანსება ყველა ამბულატორიულ სერვისზე;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს
- განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
კომერციული სტრატეგია,
კომერციული ოპერაციები და შესრულება
ნახვები
უნიკალური ნახვები
