20 იან - 18 თებ
სტანდარტი
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: makomamadashvili@modus.com.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია, HR კომუნიკაცია, HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია, HR კომუნიკაცია, HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ქართული
კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან.
ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე, ქ. თბილისში მის: კახეთის გზატკეცილი N65
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ზეგანაკვეთური საათების აღრიცხვისა და დამუშავების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თანამშრომელთა შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
- კომპანიის შიდა საკადრო ხასიათის დოკუმენტების მომზადება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
- სამუშაო დროის ე.წ. ,,ტაბელის’’-ს წარმოება;
- ზეგანაკვეთური საათების აღრიცხვა და დამუშავება პროგრამაში;
- თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და დაგვიანების კონტროლი;
- თანამშრომელთა გუნდური მუშაობის, მოტივაციისა და არაფორმალური ურთიერთობებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
- უფასო კვებას;
- Fitpass;
- ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე.
სხვა დამატებითი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
5 დღიანი სამუშაო კვირა
09:30 საათიდან 18:30 საათამდე
მის: კახეთის გზატკეცილი N65
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ადგილმდებარეობა და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: makomamadashvili@modus.com.ge
ადამიანური რესურსები
HR ადმინისტრაცია,
HR კომუნიკაცია,
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
