23 იან - 21 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
გეფა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ბრენდ მენეჯერი (დერმო-კოსმეტიკისა და საკვები დანამატების მიმართულება),
ჩვენ ვეძებთ გამორჩეული ხედვის მქონე პროფესიონალს, რომელიც დერმო-კოსმეტიკისა და საკვები დანამატების მიმართულებით ჩვენი ბრენდების სტრატეგიულ მართვასა და განვითარებაში ჩაერთვება. თუ თქვენ გაქვთ ამბიცია, შექმნათ წარმატების ისტორია საერთაშორისო ბრენდებისთვის, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
თქვენი როლი და მისია
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესიული კომპეტენციები
რას გთავაზობთ ჩვენ?
თქვენი როლი და მისია
- ბრენდ მენეჯერი ჩვენს კომპანიაში არის საკვანძო ფიგურა, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის პოზიციონირებაზე, გრძელვადიან ზრდასა და მომხმარებელთან (როგორც ენდ-იუზერებთან, ისე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან) ეფექტურ კომუნიკაციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტრატეგიული მართვა: ბრენდების განვითარების გრძელვადიანი ხედვისა და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/იმპლემენტაცია.
- ანალიტიკა და მონიტორინგი: გაყიდვების დინამიკის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი.
- მარკეტინგული კამპანიები: 360-გრადუსიანი მარკეტინგული აქტივობების (Digital & Offline) დაგეგმვა და მართვა ცნობადობისა და ჩართულობის გასაზრდელად.
- პროფესიული კომუნიკაცია: ექიმებთან, ფარმაცევტებთან და დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება.
- საოპერაციო ეფექტურობა: მარაგების მართვა, შეკვეთების ვადაში შესრულების კონტროლი და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი.
- ქსელის მხარდაჭერა: აფთიაქების რეგულარული ვიზიტი, კონსულტანტებისთვის ტრენინგების ჩატარება და ბრენდის ფილოსოფიის გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ფარმაციის მიმართულებით;
- გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ ან კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე (პრიორიტეტი მიენიჭება Beauty Retail, Dermo-cosmetics ან FMCG Personal Care სექტორს);
- ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა; დამატებითი ევროპული ენების (ფრანგული, გერმანული ან იტალიური) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ტექნიკური უნარები: Digital მარკეტინგის, სოციალური მედიისა და E-commerce პლატფორმების მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა.
პროფესიული კომპეტენციები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება: მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებისა და პროცესების ლოგიკური მართვის უნარი.
- ეფექტური კომუნიკაცია: საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარების უნარი.
- მართვა და ორგანიზება: სამუშაო პროცესების მაღალორგანიზებული მართვა, პრიორიტეტების სწორი განსაზღვრა და ვადების (Deadlines) მკაცრი კონტროლი.
- ავტონომიურობა და პასუხისმგებლობა: პროცესების დამოუკიდებლად მართვისა და საკუთარ სამუშაო არეალზე სრული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- ადაპტაცია და ინოვაცია: დინამიურ გარემოში სწრაფი ორიენტაციისა და ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვის მზაობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი აკურატულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ?
- პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო დონის პორტფოლიოსთან მუშაობისას;
- დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და სამოტივაციო პაკეტს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/auHISKab
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
