დღეს - 24 თებ
სტარტი
კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995599959913

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1386

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია, უმაღლესი განათლება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: დოქტორი
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: კრიოგენული ტექნიკისა და ტექნოლოგიების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი-1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი;

თანამდებობრივი სარგო - 1386 ლარი.

ფუნქციები:
  • ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ცალკეული ეტაპების შესრულებას და პასუხისმგებელია ამ ეტაპების შესრულებაზე, ირჩევს კვლევების ჩატარების განხორციელების მეთოდებსა და საშუალებებს.
  • ამოცანის დასმა და მათი გადაწყვეტა;
  • ექსპერიმენტების ჩატარება და კვლევითი სამუშაოები;
  • მიღებული შედეგების ანალიზი და თემის ხელმძღვანელობა.
  • უშუალოდ მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში, უზრუნველყოფს დავალებების დროულ შესრულებასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
  • ამზადებს საანგარიშო დოკუმენტაციას ლაბორატორიის ხელმძღვანელის დავალებით.

უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამეცნიერო პროექტებში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში (საზღვარგარეთ) მონაწილეობის გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სტატიები იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი, LabVIEW, ORIGIN, MATLAB.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
  • განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2026 წლის 26 თებერვალს
– კონკურსი გაიმართება 27 თებერვალს
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია,
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები