შემდეგი
დღეს - 25 თებ
სტარტი
ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: xlomidze@sipt.org.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1589
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
- ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია
მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი- 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო - 1589 ლარი.
ფუნქციები:
- გრაფიტის საფუძველზე გრაფენის ოქსიდის მიღება და მისი ინტეგრაცია ოქსიდურ კერამიკულ მასალებში; ალუმინის ოქსიდზე დაფუძნებული კომპოზიტური ფხვნილებისა და კერამიკული მასალების ქიმიური მოდიფიკაციისა და მიღების მეთოდების შემუშავება.
- ფხვნილოვანი კომპოზიტური მასალების ერთსაფეხურიანი სინთეზის განხორციელება ორგანულ-არაორგანული პრეკურსორების გამოყენებით და მათი ქიმიური, სტრუქტურული და მექანიკური მახასიათებლების კვლევა.
- თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების კერამიკული მასალების მიღება, მულტიკომპონენტიანი ფხვნილების კონსოლიდაციის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა და მიღებული მასალების ექსპერიმენტული შეფასება.
- ოქსიდური და არაოქსიდური ნაერთების ულტრადისპერსული ფხვნილების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა თანამედროვე ანალიზის მეთოდების გამოყენებით.
კონკურსის პირობები:
- კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
- კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება (იხ.განცხადების ფორმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია/CV;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
- ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
- პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
- შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).
საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2026 წლის 26 თებერვალს
– კონკურსი გაიმართება 27 თებერვალს
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი 599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები