დღეს - 25 თებ
სტარტი
ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება უმაღლესი განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1589

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება ლაბორატორია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება უმაღლესი განათლება
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ქართული
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:ქიმიური ტექნოლოგიების ლაბორატორია
მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი- 1 (ერთი) სრული საშტატო განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო - 1589 ლარი.

ფუნქციები:
  • გრაფიტის საფუძველზე გრაფენის ოქსიდის მიღება და მისი ინტეგრაცია ოქსიდურ კერამიკულ მასალებში; ალუმინის ოქსიდზე დაფუძნებული კომპოზიტური ფხვნილებისა და კერამიკული მასალების ქიმიური მოდიფიკაციისა და მიღების მეთოდების შემუშავება.
  • ფხვნილოვანი კომპოზიტური მასალების ერთსაფეხურიანი სინთეზის განხორციელება ორგანულ-არაორგანული პრეკურსორების გამოყენებით და მათი ქიმიური, სტრუქტურული და მექანიკური მახასიათებლების კვლევა.
  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ფუნქციური დანიშნულების კერამიკული მასალების მიღება, მულტიკომპონენტიანი ფხვნილების კონსოლიდაციის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა და მიღებული მასალების ექსპერიმენტული შეფასება.
  • ოქსიდური და არაოქსიდური ნაერთების ულტრადისპერსული ფხვნილების სინთეზი და მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების კვლევა თანამედროვე ანალიზის მეთოდების გამოყენებით.

კონკურსის პირობები:
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (იხ.განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის შესახებ;
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, გამოყენების აქტების და სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც შეიძლება რეკომენდაცია გაუწიონ კონკურსანტს (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი).

საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 2026 წლის 26 თებერვალს
– კონკურსი გაიმართება 27 თებერვალს
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი 599959913
მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია
ნახვები
უნიკალური ნახვები