26 იან - 24 თებ
სტარტი
ლაბორატორიული სამსახურის მარკეტინგის მენეჯერი
თბილისი, საბურთალო, ალ.ყაზბეგის გამზ.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული სამსახურის მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : ალ ყაზბეგის 16ე
სამუშაო გრაფიკი : სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ბაზრის კვლევის წარმოება, არსებული და ახალი პროდუქტების მიმართ ბაზრის მოთხოვნების, ბაზრის ტენდენციების, მიმართულებების შესწავლა;
  • კონკურენტების შესახებ კვლევების წარმოება, ინფორმაციის მოძიება და გაანალიზება;
  • მარკეტინგული საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება;
  • „ავერსის კლინიკის“ ლაბორატორიული სამსახურის მარკეტინგული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში ჩართულობა;
  • ავერსის კლინიკის ლაბორატორიული სამსახურის წლიური და კვარტლური მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ავერსის ლაბორატორიებისა და კვლევების საზოგადოებაში პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
  • მარკეტინგული კამპანიების კოორდინირება;
  • დასახული და განხორციელებული მარკეტინგული აქტივობებისა და ღონისძიებების მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • ტელევიზიებთან და სხვა პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა კლინიკური მიმართულების გუნდთან კომუნიკაციის შემდეგ სარეკლამო მასალების შექმნის ორგანიზება;
  • აქციების დაგეგმვა/განხორციელება/მონიტორინგი;
  • კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზება;
  • პაციენტის კმაყოფილების დონის კონტროლი და ანალიზი, გასაუმჯობესებელი მიმართულებებისა და საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად.
  • პაციენტის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Power Point) სრულყოფილად ფლობა.
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, კრეატიულობა, ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება.


დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ბმულზე : https://aversiclinic.selfrecruit.ge/s/OvRrh

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „ავერსის კლინიკა“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ
პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის
შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა
რელევანტური ვაკანსიისათვის 6 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს
“ავერსის კლინიკამ” შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა
შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და
განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი
პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის,
ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს “სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს” mladvisoryteam@gmail.com;
და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
https://www.aversiclinic.ge/
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები