27 იან - 25 თებ
სტარტი
გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მენეჯმენტის ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

გრაფიკი: სრული
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

პასუხისმგებლობები:
  • გაყიდვების წარმომადგენლისთვის პრეზენტაციის მომზადება კომპანიაში არსებული ვადებისა და სტანდარტის დაცვით;
  • კლიენტთან სადაზღვევო პირობებზე შეთანხმების შემდგომ, ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულების პროგრამულად აღრიცხვისა და დადასტურების კონტროლი კომპანიაში არსებული შიდა სტანდარტის შესაბამისად;
  • ხელშეკრულების განახლების პროცესის უზრუნველყოფა;
  • დაზღვეული პირებისთვის მომსახურების გაწევა და საჭიროებების მოგვარება მთელი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და რუსულ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/UIF4QIvb
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები