29 იან - 27 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 5 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
Grada Development აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
„გრადა” წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და დინამიურ დეველოპერულ კომპანიას ქართულ ბაზარზე, რომელიც 2011 წლიდან ქმნის თანამედროვე სტანდარტების
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
გასაუბრება - I ეტაპი
გასაუბრება - II ეტაპი
კომპანიის შესახებ:
„გრადა” წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და დინამიურ დეველოპერულ კომპანიას ქართულ ბაზარზე, რომელიც 2011 წლიდან ქმნის თანამედროვე სტანდარტების
საცხოვრებელ გარემოს.
ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია მშენებლობის მაღალი ხარისხი, ინოვაციური მიდგომები და ენერგოეფექტურობა.
ჩვენი გუნდი შედგება თავისი საქმის პროფესიონალებისგან, რომლებისთვისაც მთავარი ღირებულება განვითარება და ხარისხზე ორიენტირებულობაა.
ჩვენი გუნდი შედგება თავისი საქმის პროფესიონალებისგან, რომლებისთვისაც მთავარი ღირებულება განვითარება და ხარისხზე ორიენტირებულობაა.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს ეძლევა პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მიზნებთან შესაბამისი შესყიდვების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
- შესყიდვების გეგმების მომზადება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი;
- მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიებთან მოლაპარაკების, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესყიდვის პროცესების მართვა;
- მომწოდებლისგან მიღებული დოკუმენტაციის კონტროლი;
- შესყიდვების ბიუჯეტის კონტროლი შეკვეთების პროგნოზირების მენეჯმენტი, შესრულების დროის კონტროლი და ხარჯთეფექტურობის უზრუნველყოფა;
- წლიური ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- შესყიდვების პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა შიდა პოლიტიკებთან და სამართლებრივ მოთხოვნებთან;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი, პროგრამაში ასახვა;
- კომპანიის მიერ შესასყიდი პროდუქციის / მასალების / ტექნიკისა და ინვენტარის განსაზღვრა, მათი მახასიათებლებისა და შესყიდვის სხვა პირობების დადგენა, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმება და შესყიდვის პროცესის სრულად ორგანიზება;
- მომწოდებლებისა და კონტრაქტორების შერჩევა, მათთან ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკებების პროცესის მართვა და დაკონტრაქტების პროცესის ორგანიზება.
- შესასყიდი საქონლის, სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და ინვენტარის შეკვეთა, შეძენა, ვადების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზის შექმნის ზედამხედველობა და კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობა, საბაჟო ოპერაციების განხორციელების პროცესის ზედამხედველობა. საბაჟო ორგანოსთან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვას.
- ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო ტექნიკური დავალებების, სატენდერო დოკუმენტაციისა შედგენა;
- ტენდერებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაცია (მათ შორის წინასწარი ტექნიკური შეფასებები, განაცხადების გადამოწმება, კომისიის მუშაობის მხარდაჭერა);
- სატენდერო შედეგების მიღება, ანალიზი და შესაბამისი შედარების ფორმის პრეზენტირება დაინტერესებულ რგოლებთან
- გამარჯვებული პრეტენდენტების შერჩევის პროცესის სამართლებრივი და ტექნიკური თვალსაზრისით მონიტორინგი;
- ხელშეკრულებების გაფორმება, შესრულების პირობების კონტროლი და დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება;
- შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმალიზაციის რეკომენდაციების შემუშავება;
- შესყიდვების დეპარტამენტის ფარგლებში პერიოდული ანგარიშების და ანალიტიკის მომზადება ხელმძღვანელისთვის.
- კომპანიაში გამართული ლოჯისტიკური ჯაჭვის შეუფერხებლად წარმართვის პროცესის მართვა;
- რეპორტინგის წარმოება;
- უმაღლესი განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებული;
- კონფიდენციალურობის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- უნიკალური, მულტიფუნქციური პროექტების ირგვლივ მუშაობის შესაძლებლობას;
- გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიქსირებულ ხელფასს (გამოცდილების გათვალისწინებით - ურთიერთშეთანხმებით)
- საბონუსე ანაზღაურებას
აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
გასაუბრება - I ეტაპი
გასაუბრება - II ეტაპი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grada.ge
Subject ველში მიუთითეთ: შესყიდვების სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
