09 თებ - 10 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება, მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: (+ ბონუსი)
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ არის საერთაშორისო კომანია IDS ბორჯომის ჯგუფის წევრი. ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვა და მიწოდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ბაზარზე ჩვენ ვყიდით წყლის ისეთ ლიდერ ბრენდებს, როგორიცაა: „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ბაკურიანი“.შპს „აიდიეს ბორჯომი თბილისი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტში, ქსელური ობიექტების სავაჭრო წარმომადგენლის (MT) პოზიციაზე ქ.თბილისში.
აღწერა
- ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ილია ბაბუციძის ქ.# 14
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი, 40 საათი კვირაში - ცვლადი გრაფიკით
- ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გამომუშავებით + ყოველთვიური გეგმა.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ანალიზი;
- სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება;
- სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი, მერჩენდაიზინგი და პროდუქციის ვადების კონტროლი;
- დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
- ქსელის განვითარების შესახებ წინადადებების შემუშავება;
- გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია, უნარები და ცოდნა:
- სავაჭრო წარმომადგენლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება
- მსუბუქი ავტომობილის მართვის მოწმობა.
- MS Windows"-ის სტანდარტული პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
- ჩვენ გთავაზობთ:
- საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
- სამართლიან, გამჭირვალე შეფასების სისტემას
- კონკურენტუნარიან ბენეფიტების პაკეტს
- საუკეთესო სამედიცინო დაზღვევას
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატები, ვისი მონაცემებიც მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს.
შერჩევის ეტაპები:
- შეხვედრა ეიჩართან და უშუალო ხელმძღვანელთან
დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-OoKHLy
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლაით იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე: https://www.ids-borjomi.ge/
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება,
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

