11 თებ - 12 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ინგლისური,რუსული
სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსი - გორის ს/ც 1
ადგილმდებარეობა: გორი
მოქმედების ვადა: 28/02/2026
დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: გორი
მოქმედების ვადა: 28/02/2026
დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: სრული
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.
ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.
სამუშაოს აღწერა
შენ, როგორც საკრედიტო ჯგუფის უფროსი:
- განყოფილებაში მართავ სამუშაო პროცესს;
- უზრუნველყოფ შრომითი დისციპლინის დაცვას;
- წარმართავს მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან;
- გააკონტროლებ საკრედიტო პორტფელს და გააკეთებ მის ანალიზს;
- წარმართავ შიდა საკრედიტო კომიტეტს;
- გაუწევს კონსულტაციას დაკრედიტების ექსპერტებს და იზრუნებ მათ კვალიფიკაციაზე.
ველოდებით გამოხმაურებას თუ:
- გაქვს გაყიდვების უნარი და სხარტი აზროვნება
- ხარ კომუნიკაბელური და ინიციატივიანი
- გაქვს ფინანსური ანალიზის უნარი და ხარ პასუხისმგებლიანი
- მუდმივად ეძებ ახალ გამოწვევებს
- გაქვს ლოგიკური აზროვნება
- დამარწმუნებელი კომუნიკაცია
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
კვალიფიკაცია
- ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- Microsoft Office-ის ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/x6DVm
დამატებითი ინფორმაცია
გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

