11 თებ - 28 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ლაგოდეხში.
პოზიციის მიზანიასაკრედიტო ჯგუფის მიერ გაცემული სესხების რაოდენობის ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება, სესხის დაბანკის დამატებითი პროდუქტების შეთავაზება;
- პოტენციური კლიენტისთვის საკრედიტო პროდუქტების პრეზენტაცია;
- დოკუმენტების ფაილინგი, შესაბამის დეპარტამენტთან გაგზავნა;
- ჯგუფის პორტფელის ხარისხის კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შედეგების და მათი პორტფელის მონიტორინგი;
- ჯგუფის შედეგების მომზადება/ პრეზენტაცია დეპარტამენტისთვის;
- მომსახურების სტანდარტებისა და ბანკში არსებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
- კორესპონდენციის მართვა.
სავალდებულო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
სამუშაო გამოცდილება:
- მინ. 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.
სავალდებულო ცოდნა, უნარები:
- ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის საბაზისო პრინციპები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების უნარი, დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
- ჯგუფის ეფექტურად მართვის უნარი: მიზნების განსაზღვრის, დელეგირების, კონტროლის, მოტივაციის, სწავლების და შეფასების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, დროში განაწილების, მიზნების განსაზღვისა და მიღწევის უნარი;
- სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი, ლიდერობა, პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, ინიციატივა, ენერგიულობა, აქტიურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს„გამოაგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 28 თებერვალი, 2026 წელი.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/mikro-sakredito-jgupis-uprosi-lagodexi-mckheta-Tb9lxN
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საკრედიტო ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

