12 თებ - 13 მარ
სტარტი
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მენეჯმენტის ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა სამედიცინო მოწყობილობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ინგლისური
კომპანია ინტერლაბი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ჩვენ, შპს ინტერლაბი, ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პიროვნებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების ძიება და მათთან კონტაქტის დამყარება.
  • პოტენციური კლიენტებისთვის პრეზენტაციებისა და წინადადებების მომზადება ჩვენი პროდუქციის უპირატესობისა და მახასიათებლების წარმოსაჩენად;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება და შემდგომი განვითარება;
  • თვალის დევნება ინდუსტრიის ტენდენციების, კონკურენტების აქტივობებისა და ბაზრის დინამიკის შესახებ.
  • გაყიდვების გუნდთან ერთად სატენდერო წინადადების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება არ წარმოადგენს აუცილებლობას.
  • ძლიერი საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარები;
  • ორგანიზაციული უნარები სხვადასხვა პრიორიტეტისა და ვადების მართვის შესაძლებლობით;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2).
  • სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესად.

სამუშაო პირობები და გრაფიკი:
  • სამუშაო გრაფიკი: 10-დან 18 სთ.-მდე (შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში კომპანიაში არასამუშაო დღეებია);
  • მზარდი ანაზღაურება
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს მუშაობისათვის საჭირო ყველა რესურსით.

ჩვენს შესახებ:
2005 წლიდან კომპანია ინტერლაბი ახორციელებს ლაბორატორიების კომპლექსურ მომარაგებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმოადგენს ძირითადად ცნობილი ევროპული ლაბორატორიული ტექნიკის, ტესტ–სისტემების, რეაგენტების და სახარჯი მასალების მწარმოებელი კომპანიების დისტრიბუტორს საქართველოში.
თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამედიცინო ცენტრებთან, ასევე მრავალ პატარა და საშუალო დატვირთვის ლაბორატორიებთან. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.interlab.ge

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მეილზე: cv@interlab.ge. შერჩეულ კანდიდატებს ჩვენ დავუკავშირდებით.
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები