13 თებ - 12 მარ
სტანდარტი
სერვისის ტექნიკური მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: g.botsvadze@celsiusi.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 3000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- ენები: ინგლისური
გათბობა-გაგრილების და სავენტილაციო სისტემების კომპანია „ცელსიუსი“ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ბრენდ „არისტონის“ და სხვა წამყვანი ბრენდების პროდუქციის მომწოდებელია.
კომპანია მუშაობს როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვების მიმართულებით და წარმოდგენილია ბრენდირებული შოურუმებით თბილისში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისში. ცელსიუსი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, თუ სხვა პარტნიორ რეალიზატორებთან. ამასთან კომპანიის საიტზე ხელმისაწვდომია ონლაინ გაყიდვები და ოფიციალური საგარანტიო მომსახურება.
ცელსიუსმა თავი დაიმკვიდრა, როგორც პროდუქციის ხარისხის, მომსახურების მაღალი სტანდარტით და კმაყოფილი მომხმარებლის ხარჯზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: celsiusi.ge / ტელეფონი: 032 2 05 29 30
კომპანია „ცელსიუსი“ აცხადებს ვაკანსიას:
ვაკანსიის დასახელება - სერვისის ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი.
- სამუშაო გრაფიკი - სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე,
- სამუშაო საათები - 10:00 – 18:00
- 10:00 – 16:00
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 3000,00 ლარი (net)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვისის სახელოსნოში დაზიანებული პროდუქციის დიაგნოსტიკა და სარემონტო სამუშაოების შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
- წუნდებული და ჩამოსაწერი პროდუქციის ინსპექტირება, ხარვეზების დადგენა და სასერვისო დასკვნის მომზადება საწყობის უფროსთან ერთად და შესყიდვების სამსახურზე ინფორმაციის მიწოდება დოკუმენტურად;
- პროდუქციის სერიული წუნის შემთხვევაში, სასერვისო დასკვნის მომზადება და გადაგზავნა შესყიდვების სამსახურსა და კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელთან.
- სერვისის სახელოსნოში სათადარიგო ნაწილების მარაგის მონიტორინგი და შეკვეთების ინიცირება სერვისის გაყიდვების მენეჯერთან ერთად.
- სერვისის სპეციალისტების საქმიანობის მონიტორინგი: ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოგვარებაც სპეციალისტმა ვერ შეძლო.
- სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ფასების ანალიზი, ბაზართან შესაბამისობის დადგენა.
- შეცვლილ პროდუქციაზე ყოველთვიური რეპორტის მომზადება და ხელმძღვანელთან გადაგზავნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სერვისის სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
- გათბობა-გაგრილების სფეროში მუშაობის გამოცდილება; (ტექნიკური ცოდნა შესაბამის პროდუქციაზე: ქვაბი, კალონკა, ბაკი, კონდინციონერი)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
ენები
- ქართული - გამართული ვერბალური და წერითი უნარები
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დროის მართვის უნარი და ვადების დაცვა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პროცესების ეფექტური მართვის უნარი;
- ინიციატივის გამოჩენა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
შერჩევის ეტაპები
CV გადარჩევა;
ინდივიდუალური გასაუბრება;
CV-ს გამოგზავნის წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: g.botsvadze@celsiusi.ge
გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - სერვისის ტექნიკური მენეჯერი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 12.03.2026
თქვენს მიერ გაგზავნილი CV "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
