17 თებ - 18 მარ
სტარტი
სერვის ცენტრის მენეჯერი
თბილისი
საერთაშორისო კომპანია
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სერვისის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას „სერვის ცენტრის მენეჯერის“ პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 NET

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი, საწვავზე ფასდაკლების ბარათი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომსახურების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
  • მომსახურების სტანდარტის დაცვა;
  • მომსახურე ცენტრის თანამშრომლების დახმარება და კოორდინირება;
  • მომსახურების ცენტრის კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
  • მომსახურების ცენტრის გაყიდვების კონსულტანტის კანდიდატის დატრეინინგება არსებულ სამუშაო პროგრამებში, გადამზადებული კანდიდატების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება,უშუალო ხელმძღვანელისთვის შედეგის გაზიარება;
  • მომხმარებლის მომსახურება;
  • ახალი მომხმარებლის დარეგისტრირება;
  • მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების/მოსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
  • მომსახურების ცენტრში პრობლემის დადგომის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მომსახურების ცენტრში წარმოქმნილი საოპერაციო პრობლემების შემთხვევაში რეაგირება და სწორი გადამისამართება;
  • კონსიგნაციის მქონე კომპანიების ბაზის მართვა და გადასახადების მონიტორინგი
  • შეთავაზებების მომზადება ახალი კლიენტებისთვის გაყიდების უფროსთან შეთანხმებით;
  • ფასების შეთანხმება გაყიდვების მენეჯერებთან სისტემაში რეგისტრაციამდე;
  • არსებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და ყოველთვიური განხლება;
  • არსებული მომხმარებლების შესყიდვების მონიტორინგი;ფასებისა და ფასდაკლებების დინამიკის კონტროლი;
  • პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფრომაციის მოძიება და გაყიდვებისთვის მიწოდება;
  • ნაღდი ანგარიშწორებისას თანხის მიღება, დათვლა და სპეციალური აპარატით კუპიურების შემოწმება;
  • ბუღალტერული პირველადი დოკუმენტაციის შედგენა და ოპერაციების ასახვა შესაბამის პროგრამაში (1C), საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის Basic დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
  • დროის მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო გარემოს;
  • ხელმძღვანელის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოლეგიალურ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com. სათაურის ველში მიუთითოთ: “სერვის ცენტრის მენეჯერი“

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები