17 თებ - 18 მარ
სტანდარტი
ღამის სმენის ადმინისტრატორი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@formatfit.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – ღამის ცვლა
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ინგლისური
შპს „Format Fit“ აცხადებს ვაკანსიას ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე
„Format Fit“ — პრემიუმ ფიტნეს სივრცე — ეძებს პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს ღამის სმენის ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ობიექტის უსაფრთხოებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიტნეს სივრცის უსაფრთხოების კონტროლი ღამის საათებში;
- მომხმარებელთა შესვლა/გამოსვლის მონიტორინგი;
- სალაროს ოპერაციების წარმოება და პროგრამაში ასახვა;
- ბარის მარტივი ოპერაციების შესრულება;
- დარბაზის წესრიგისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- სმენის დასრულებისას შესაბამისი ანგარიშგების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური რეაგირების უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- სალაროსთან და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე ღამის ცვლა (22:00-09:00)
- ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
- სამუშაო ადგილი: დიღომი, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია, „მწვანე ალმასის“ კომპლექსი.
შეთავაზება:
- უფასო სავარჯიშო აბონემენტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორაციული ფასდაკლებები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@formatfit.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია — „ღამის სმენის ადმინისტრატორი“.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება,
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები
