ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება, რეგისტრატურა - ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი
ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სილამაზე/თავის მოვლა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ლოტუსი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ლოტუსი 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ბაზარზე არსებული წამყვანი ბრენდების ულტრათანამედროვე აპარატურის უახლესი მოდელებით ხელმძღვანელობს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით. ლოტუსი წარმატებით აერთიანებს პროფილაქტიკურ-გამაჯანსაღებელ, ინვაზიურ თუ არაინვაზიურ პროცედურებს.
ჩვენი პირობები ასეთია. დღეში 3 სმენაა. დილის 07:00-13:00 საათამდე, მეორე სმენა 13:00-დან 17:00 საათამდე, მესამე სმენა 17:00-დან 23:00 საათამდე. დილის და საღამოს სმენას ემსახურება ტაქსი. სმენები იცვლება ყოველ კვირა.
კვირაში 1 დღე დასვენება.
მოვალეობები: მომხმარებლის მიღება, მათი რეგისტრაცია, სატელეფონო ზარებზე პასუხი. უნდა იცოდეს ვორდში და ექსელში მუშაობა. ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. იყოს კომუნიკაბელური, თავაზიანი, პასუხისმგებლიანი. რაც შეეხება ანაზღაურებას ადგილზე გავაცნობთ.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერონ მეილზე keti@lotus.ge