დღეს - 19 მარ
ვიპ
უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@index-wm.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
Index | Wealth Management აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
კომპანია: Index | Wealth Management
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი. 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე)
პოზიციის შესახებ
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ეძებს გამოცდილ და ანალიტიკურ აზროვნების მქონე უფროს ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტების ფინანსურ მოდელირებაზე, საინვესტიციო ანალიზზე, ბიუჯეტირებასა და ფინანსური ეფექტიანობის შეფასებაზე. კანდიდატი მჭიდროდ ითანამშრომლებს მენეჯმენტთან, ინვესტორებთან და კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან.
ძირითადი მოვალეობები
- დეველოპერული პროექტების ფინანსური მოდელირების შექმნა და განახლება (DCF, IRR, NPV და სხვა)
- პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის (feasibility) ანალიზი
- საინვესტიციო შესაძლებლობების შეფასება და რისკების ანალიზი
- ბიუჯეტირების პროცესის მართვა და ფინანსური პროგნოზების მომზადება
- ფულადი ნაკადების (cash flow) დაგეგმვა და კონტროლი
- პროექტების შესრულების მონიტორინგი ბიუჯეტთან შედარებით (variance analysis)
- ფინანსური ანგარიშგებებისა და მენეჯერული რეპორტების მომზადება
- ბანკებთან, ინვესტორებთან და აუდიტორებთან კომუნიკაცია
- ბაზრის კვლევა და კონკურენტული გარემოს ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში
- მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ ანალიზში (სასურველია უძრავი ქონების ან დეველოპერულ სექტორში)
- ძლიერი გამოცდილება ფინანსური მოდელირების მიმართულებით
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია Power BI ან სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა)
- ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა
- ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება
- დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა
- ინგლისური ენის ცოდნა
დამატებითი უპირატესობა
- CFA / ACCA ან სხვა პროფესიული სერტიფიკატი
- საბანკო ან საინვესტიციო სექტორში მუშაობის გამოცდილება
- ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ
- კონკურენტული ანაზღაურება
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
- მონაწილეობა მასშტაბურ და საინტერესოდ სტრუქტურირებულ პროექტებში
- პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@index-wm.com ან შეავსოთ განაცხადის ფორმა ჩვენს LinkedIn ის გვერდზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმეს განხილვა არ მოხდება.
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი
ნახვები
უნიკალური ნახვები
