დღეს - 31 მარ
სტანდარტი
სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი / ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილება
თბილისი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება საბანკო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილება
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
მოქმედების ვადა: 16/03/2026
დასაქმების ტიპი: სტაჟირება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო
მოქმედების ვადა: 16/03/2026
დასაქმების ტიპი: სტაჟირება
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
გუნდის საქმიანობის აღწერა:
თუ გსურს HR-ის სფეროში პირველი ნაბიჯი გადადგა, გამოიყენო თანამედროვე ტექნოლოგიები ყოველდღიურ საქმიანობაში და გახდე იმ გუნდის წევრი, რომელიც ინოვაციებისადმი მუდმივად ღიაა - ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა . ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს საუკეთესო ტალანტების მოძიებას, შერჩევასა და მათ ინტეგრაციას კომპანიაში. აქ დაგხვდება დინამიური გარემო, რეალური პასუხისმგებლობები და განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- ჩაერთვები თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის პროცესში;
- აქტიურად გამოიყენებ AI - ზე დაფუძნებულ HR ინსტრუმენტებს შერჩევის პროცესის ეფექტურობისთვის;
- Მხარს დაუჭერ ახალ თანამშრომელთა Onboarding-ის პროცესს და უზრუნველყოფ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას;
- დაეხმარები HR გუნდს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ საკითხებში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ ცნობისმოყვარე და პროაქტიული - მუდმივად ეძებ ახალ ცოდნას და არ ელოდები მითითებებს;
- გამოირჩევი კარგი კომუნიკაციის უნარით;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი;
- გაინტერესებს AI ინსტრუმენტები და გაქვს მათი შესწავლის ძლიერი მოტივაცია;
- ფლობ ინგლისურ ენას და MS Office-ის პროგრამებს;
- HR ან საბანკო მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xtJM4
ადამიანური რესურსები
რეკრუტმენტი და ტალანტების მოძიება
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში
