შემდეგი
დღეს - 31 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას რთული სადაზღვევო შემთხვევების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანია რთული და მაღალი რისკის შემცველი სადაზღვევო შემთხვევების ეფექტური მართვა, შესაძლო თაღლითური სქემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა, კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვითა და კლიენტთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებით.
პასუხისმგებლობები:
- კასკოს რთული სადაზღვევო შემთხვევების მართვა და დაზღვეულებთან კომუნიკაცია;
- რთულ ქეისებზე მონაცემების შეგროვება, ანალიზი და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა;
- შესაძლო თაღლითური შემთხვევების იდენტიფიცირება და უსაფრთხოების მენეჯერთან თანამშრომლობა მტკიცებულებების შეგროვების მიზნით;
- დადასტურებული თაღლითური შემთხვევების დოკუმენტირება და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემა;
- რთული ქეისების დროული და ეფექტური დარეგულირების უზრუნველყოფა კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია საგამოძიებო, სამართალდამცავ ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- რთულ ან კონფლიქტურ შემთხვევებთან მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cOUBlRBd
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები