დღეს - 02 აპრ
სტანდარტი
მოლეკულური ბიოლოგი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება მიკრობიოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ბიოტექნოლოგია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მეცნიერება / განათლება მიკრობიოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ბიოტექნოლოგია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
მაღალტექნოლოგიური ბიოსამედიცინო კვლევისა და გენური დიაგნოსტიკის ცენტრი შპს „გენომიქსი“ აცხადებს ვაკანსიას მოლეკულური ბიოლოგის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

მოლეკულური ბიოლოგია:
  • დნმ-ის და რნმ-ის ექსტრაქცია, გაწმენდა და რაოდენობრივი განსაზღვრა;
  • პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) და მისი ვარიაციების - qPCR, RT-PCR პრაქტიკული გამოყენება, ელექტროფორეზი, ახალი თაობის მასტერმიქსების, ფერმენტების, აპარატურის და რეაქციის პროფილების შერჩევა. მულტიფლექსური
  • ტესტები;
  • ნუკლეინის მჟავების ანალიზი;
  • დნმ-ის მანიპულაციების და ახალი თაობის სეკვენირების (NGS) პრინციპების ცოდნა;
  • პლატფორმები - Illumina, PacBio, etc.;
  • თანამედროვე მოლეკულურ ანალიტიკურ კიტებზე მუშაობის გამოცდილება - ძირითადი მწარმოებლები და მათი პროდუქტების სპეციფიკურობა software-ების ჩათვლით;
  • შემადგენელი კომპონენტების მნიშვნელობის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენება, troubleshooting-ი, შედეგების ინტერპრეტაცია.

აუცილებელი ლაბორატორიული უნარები:
  • მონაცემების ზედმიწევნით აღრიცხვა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • კვლევა მოითხოვს სიზუსტესა და რეპროდუქციულობას;
  • სტერილური სამუშაო გარემოს შექმნა და შენარჩუნება;
  • ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება - ცენტრიფუგები, მიკროსკოპები, პიპეტები;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების პროტოკოლებისა და ბიოლოგიური მასალებისა და ქიმიკატების დამუშავება;
  • ექსპერიმენტების დიაგნოსტიკისა და პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირების უნარი.

ანალიტიკური და პიროვნული უნარები:
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები მონაცემების ანალიზისა და შედეგების ინტერპრეტაციისთვის;
  • ზოგადი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;.
  • მონაცემთა ანალიზის ძლიერი უნარები შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (მაგ., Excel, GraphPad Prism, R, Python).
  • სტატისტიკური ანალიზის ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარები - წერილობითი, ვერბალური, შედეგების დოკუმენტირებისა და წარდგენისთვის;
  • გუნდში ეფექტუტრად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30 საათამდე.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცინცაძის ქ.#15
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@genomics.ge.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს გენომიქსი-ს მიერ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:
მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე:
info@genomics.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: თბილისი, ცინცაძის ქ. #15).
მეცნიერება / განათლება
მიკრობიოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
მსგავსი განცხადებები