დღეს - 04 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული,ინგლისური
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge ) აცხადებს ვაკანსიას „ბრენდის განვითარების მენეჯერის“ პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ბრენდმენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ბრენდის სტრატეგიულ განვითარებაზე, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ასევე ბრენდის პოზიციონირების და კომერციული შედეგების გაუმჯობესებაზე.
ძირითადი მოვალეობები
- ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
- წლიური და კვარტალური მარკეტინგული გეგმების მომზადება
- კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი
- მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი
- გაყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
- ბაზრის და კონკურენტული გარემოს ანალიზი
- მარკეტინგული მონაცემების ანალიზი და რეპორტინგი (Meta Ads, Google Analytics და სხვა პლატფორმები)
- ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვა
- პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში
- მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბრენდმენეჯერის ან მარკეტინგის მიმართულებით
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- ბიუჯეტირების გამოცდილება
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა
- ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/kyLkxcGe
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ბრენდ - მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
