10 მარ - 08 აპრ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
ფინანსური მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
''ფინო'' აცხადებს სტაჟირებას ბუღალტერიაში
დაიწყე კარიერა ბუღალტერიაში ჩვენთან ერთად!
გაინტერესებს რიცხვები, ფინანსები და ყველაფერი ბუღალტერიასთან დაკავშირებული? ჩვენ ვართ აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია ‘’ფინო • Fino’’ - საერთაშორისო დამოუკიდებელ ბუღალტრულ და იურიდიულ კომპანიათა წამყვანი ჯგუფის MSI Global Alliance-ის ერთადერთი წარმომადგენელობა საქართველოში.
''ფინო'' გთავაზობთ უნიკალურ სტაჟირების პროგრამას მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლებიც მზად არიან ისწავლონ და განვითარდნენ ბუღალტერიაში.
რას ისწავლით:
- პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბუღალტრულ დავალებებზე
- IFRS სტანდარტებისა და ადგილობრივი საგადასახადო რეგულაციების გაცნობა
- ფინანსურ აუდიტსა და ანალიზში პრაქტიკული უნარების შეძენა
- ბუღალტრული პროგრამების გამოყენება
- მენტორობა გამოცდილი პროფესიონალებისგან.
ვის ვეძებთ:
- ამჟამად სწავლობთ, ან ცოტა ხნის წინ დაამთავრეთ ეკონომიკის, ბიზნესის ადმინიტისტრირების, ფინანსური ან მათთან დაკავშირებული მიმართულებები
- დეტალებზე ორიენტირებული და პრობლემების გადაჭრის მოყვარული
- სურვილი გაქვთ შეისწავლოთ და განვითარდეთ ბუღალტერიაში
- გაქვთ Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა
რატომ უნდა შემოგვიერთდეთ?
- მიიღებთ ღირებულ გამოცდილებას პროფესიონალურ ბუღალტრულ კომპანიაში
- კომპლექსური ტრენინგი — ჩვენ გასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა
- კოლაბორაციული გარემო, სადაც თქვენი იდეები მნიშვნელოვანია
- შესაძლებლობა, სტაჟირების დასრულების შემდეგ მიიღოთ შემოთავაზება დასაქმებაზე
შესარჩევი ეტაპები:
- ტესტირება
- ჯგუფური გასაუბრება
- ინდივიდუალური გასაუბრება
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: მაქსიმალურად მორგებული სტაჟიორებზე
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
ანაზღაურება: 300 ლარი
შემოგვიერთდით და შექმენით მყარი საფუძველი თქვენი ბუღალტრული კარიერისთვის: https://hel-ai.com/apply/x3H3DV8c
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
