შემდეგი
11 მარ - 09 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - ენები: ინგლისური,ქართული
სს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსის მართვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში უმცროსი HR სპეციალისტის პოზიციაზე.
პოზიციის მიზანია ადამიანური რესურსის მართვისა და მხარდაჭერის განყოფილების ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა თანამშრომელთა შერჩევის პროცესის ეფექტურად წარმართვისა და შიდა ადმინისტრაციული პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- თანამშრომელთა ყველა მონაცემის აღრიცხვა და მართვა;
- თანამშრომელთა შვებულებებისა და ბიულეტინების კონტროლი;
- დეკრეტული შვებულებების ბაზებსა და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა, საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება და სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა;
- კანონმდებლობის შესაბამისად ნამუშევარი საათების ანგარიშის მომზადება და დადგენილ ვადებში ანგარიშის თანამშრომლისთვის გაცნობის უზრუნველყოფა;
- თანამშრომლის გათავისუფლების სრული პროცესის მართვა კანონმდებლობის და კომპანიაში დადგენილი შიდა პროცედურების შესაბამისად;
- შესაბამის პროვაიდერთან კომუნიკაცია თანამშრომლებისთვის კორპორატიული ნომრის გამოყოფა/დაპაუზებასთან დაკავშირებით;
- თანამშრომლის გათავისუფლების სრული პროცესის მართვა კანონმდებლობის და კომპანიაში დადგენილი შიდა პროცედურების შესაბამისად;
თანამშრომელთა შერჩევა
- ვაკანსიის საჭიროების დადგენის პროცესში მონაწილეობა;
- კანდიდატების პირველადი გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
- კანდიდატებთან კომუნიკაცია შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე და დროული და ეფექტური უკუკავშირის წარმოება;
- გასაუბრებების პროცესში უშუალო მონაწილეობა;
- ახალი თანამშრომლების მიღებისა და ონბორდინგის პროცესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
- სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ადამიანური რესურსის მართვის, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მონათესავე დარგების სპეციალობა)
- სამუშაო გამოცდილება (მათ შორის სტაჟირების პროგრამა) ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- კანდიდატებთან და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა – მონაცემებთან და დოკუმენტებთან დაკვირვებული და ყურადღებიანი მუშაობა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა;
- გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BAy5vZ8c
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები