ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია წარმოება/ოპერაციები ქიმიური წარმოება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):მეცნიერება / განათლება
ლაბორატორია წარმოება/ოპერაციებიქიმიური წარმოება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):წარმოება
სამრეწველო ავტომატიზაცია - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული,ინგლისური,ქართული
UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო- და სამრეწველო სექტორისთვის.
კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ვაკანსიის აღწერა:
UG Lubricants ეძებს ქიმიური ანალიზების ლაბორანტს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნედლეულის, შუალედური პროდუქციისა და მზა პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევასა და ხარისხის კონტროლზე საწარმოო პროცესის ფარგლებში.
პოზიცია მოიცავს ფიზიკო-ქიმიური ანალიზების ჩატარებას, შედეგების დოკუმენტირებას, წარმოების პროცესში ხარისხის მონიტორინგს და პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფას დადგენილ ტექნიკურ და ხარისხის სტანდარტებთან.
ანაზღაურება და პასუხისმგებლობები განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება
- ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა, მათ შორის: სიმკვრივე, სიბლანტე და სხვა ტექნიკური პარამეტრები
- ანალიზის შედეგების დაფიქსირება ლაბორატორიულ ჟურნალებში და ელექტრონულ აღრიცხვის სისტემებში (Excel / შიდა პროგრამა)
- საწარმოო პროცესის დროს ხარისხის მონიტორინგში მონაწილეობა
- ლაბორატორიული საზომი მოწყობილობების და ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ხარისხის სტანდარტების შესრულება
- მონაწილეობა შიდა შემოწმებებსა და ხარისხის კონტროლის პროცესებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის ან ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით
- ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოცდილება – უპირატესობა
- ლაბორატორიული საზომი მოწყობილობებთან მუშაობის უნარი
- ხარისხის კონტროლის სტანდარტების (ISO, ASTM და სხვ.) ცოდნა – უპირატესობა
- სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შესრულების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
ენების ცოდნა:
- ქართული და რუსული – აუცილებელია
- ტექნიკური ინგლისურის საბაზისო ცოდნა – უპირატესობა
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი (Full time)
სამუშაო გრაფიკი / ფორმატი:
სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი)
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ანაზღაურება:
კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ბენეფიტები:
- სამედიცინო დაზღვევა
- თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა
- სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
- სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@uglubricants.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 579005258
