დღეს - 18 აპრ
სტარტი
GIS-სპეციალისტი / კარტოგრაფი
თბილისი, გლდანი, სხვა
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა მეცნიერება / განათლება კარტოგრაფია
  • ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1000
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: რუსული,ქართული
მაქსიმი აცხადებს ვაკანსიას GIS-სპეციალისტის / კარტოგრაფის პოზიციაზე

Maxim - საერთაშორისო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრობებს 30 მილიონზე მეტ მომხმარებელთან. ჩვენ ვვითარდებით საქართველოში და ვეძებთ თანამშრომელს ჩვენს გუნდში.

რისი გაკეთება მოგიწევთ:
  • მუშაობა ქალაქების ციფრულ რუკებთან;
  • „სწრაფი“ მისამართების დამატება;
  • ქუჩების სახელების და სახლების ნომრების კორექტირება;
  • გზის გადაკეტილი მონაკვეთების მონაცემების შეტანა;
  • კოლეგების კონსულტირება კარტოგრაფიული პროგრამის გამოყენებაში.

ვის ვეძებთ:
ჩვენ გვჭირდება თანამშრომელი, რომელსაც შეესაბამება მონოტონური სამუშაო. თუ მზად ხართ ყურადღებით და სიზუსტით შეასრულოთ დავალებები, რომლებიც მოთმინებას საჭიროებს - თქვენ ჩვენი კანდიდატი ხართ.

მნიშვნელოვანია:
  • სავალდებულოა ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა;
  • გამოცდილება არ არის საჭირო. ყველაფერს შეგასწავლით. მთავარია - მუშაობის სურვილი და სწავლა.

ჩვენ ვთავაზობთ:
  • მუშაობას საერთაშორისო კომპანიაში;
  • დასაქმებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
  • მენტორის მხარდაჭერას;
  • ხელფასი 1000 ლარი ხელზე;
  • გრაფიკი 5/2;
  • ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვების თანხა;

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მეილზე: 111jobs.hr@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

სერვის „Maxim“-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმეს (CV-ს) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ სერვისი „Maxim“-ი უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის და დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
ადასტურებთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თქვენი უფლების შესახებ გამოითხოვოთ ან/და მიიღოთ ინფორმაცია სერვის „Maxim“-ის მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა შესახებ. კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.

ასევე, ანიჭებთ უფლებას სერვის „Maxim“-ს, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, იმავე ან სხვა პოზიციაზე დასაქმების შემდგომი განხილვის მიზნით.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ტექნიკური პროცესების მართვა
მეცნიერება / განათლება
კარტოგრაფია
ნახვები
უნიკალური ნახვები