დღეს - 23 აპრ
სტანდარტი
მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის მენეჯმენტი
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი
  • ენები: რუსული,ინგლისური
კლარსენ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის და გაყიდვების სპეციალისტი,
ქალაქში - თბილისი,
ვაკანსია: Marketing & Sales Specialist
კომპანია: CLARSEN
სამუშაო მოდელი: დისტანციური / ჰიბრიდული
დასაქმების ფორმა: შრომითი ურთიერთობა, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებითდაძლევის შემთხვევაში 12 თვიანი ხელშეკრულება

კომპანიის შესახებ
CLARSEN (clarsen.org) არის უმაღლესი დონის პროფესიონალების გუნდისგან შექმნილი რეგულაციებთან შესაბამისობის მრჩეველი, რომელიც ემსახურება რეგულირებად ინდუსტრიებს, უპირატესად ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს და ინვესტორებს, რომელთაც სურთ საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარონ რეგისტრაცია/ლიცენზირება შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად და დააკმაყოფილონ რეგულაციები საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს დავეხმაროთ რეგულატორთან ეფექტურ კომუნიკაციაში, ინოვაციური პროდუქტებისა და ბიზნეს გადაწყვეტების შექმნაში, გაყიდვების ზრდაში, სამართლებრივი, ფინანსური, AML/CFT, საოპერაციო, კიბერ და შესაბამისობის რისკების მართვაში.
Clarsen ასევე მუშაობს იურიდიული, HR advisory/Recruitment და სხვა პროფესიული სერვისების მიმართულებით.

პოზიციის აღწერა
Clarsen ეძებს Marketing & Sales Specialist, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კლიენტების მოძიებაზე, გაყიდვების არხების განვითარებაზე, Clarsen-ის და მისი კლიენტების სერვისების ბაზარზე პოზიციონირებასა, ასევე კომპანიის კლიენტების სერვისების/პროდუქტების გაყიდვაზე, როგორც "Outsourced sales" მომსახურება.
პოზიცია მოიცავს B2B გაყიდვებს, პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, მიზნობრივი კომპანიების იდენტიფიცირებას და გაყიდვების პროცესის სრულ ციკლს.

ძირითადი მოვალეობები
  • მიზნობრივი კომპანიების იდენტიფიცირება (Fintech, Payment Service Providers, Crypto, SaaS, E-commerce და სხვა სექტორები)
  • ახალი კლიენტების მოძიება და ინდივიდუალური შეთავაზება
  • ბაზრის კვლევა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება
  • Clarsen-ის კლიენტების პროდუქტის სწრაფი ათვისება და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება
  • პოტენციური კლიენტებისთვის შეხვედრების დანიშვნა
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
  • გაყიდვების პროცესის მართვა
  • Social Media Outreach და პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელება
  • CRM გამოყენება, Pipeline მართვა და KPI-ს შესრულება

მოთხოვნები
  • განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან მსგავს სფეროში
  • B2B გაყიდვებში გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა C1
  • კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დამოუკიდებლად და მრავალ კლიენტთან მუშაობის უნარი
  • სასურველია LinkedIn და პროფესიული კომუნიკაციის პლატფორმების გამოყენების გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ
  • მრავალ ინდუსტრიასთან მუშაობის შესაძლებლობას
  • ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებთან თანამშრომლობას
  • პროფესიულ ზრდას და განვითარებას
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილ სამუშაო გარემოს

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BWDGB44c
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის მენეჯმენტი
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები