დღეს - 15 მაი
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - ენები: ქართული
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა.
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge
„ელემენტ ჰოლდინგი’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- •სასაწყობე მეურნეობის მართვისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის პროგრამაში ასახვის უზრუნველყოფა;
- შემოსული მოთხოვნების ფორმების დამუშავება, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ნაშთის არსებობის/არარსებობის შესახებ;
- მასალების/ინვენტარის გაცემისას მათი რაოდენობის შესაბამისობის მონიტორინგი ავტომანქანაზე დატვირთვის პროცესში;
- მასალების/ინვენტარის მიღებისას მათი აღრიცხვა, შეფასება-დათვალიერება და დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; მიღებული მარაგის/ინვენტარის დასაწყობების უზრუნველყოფა;
- ყოველი კვარტლის ბოლოს კომპანიის მფლობელობაში არსებული სასაქონლო მარაგებისა და ინვენტარის ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
- ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისებისა და ზედმეტობების გამოვლენა და შესაბამისი აქტის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
- აუცილებელია სასაწყობე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office - ის სრულყოფილად ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორინეტირებული;
- პასუხიმგებლობის გრძნობა;
- დროის მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
- FitPass;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2026 წლის 16 მაისისს ჩათვლით .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
