შემდეგი
16 აპრ - 15 მაი
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- სამსახურის საკადრო რესურსის, მათი სამუშაო პროცესების და გრაფიკების დაგეგმვა და მართვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების ანაზღაურებისა და ბონუსის სისტემის მართვა და შესაბამისი გაანგარიშების წარმოება;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების შეფასება და მათი ეფექტურობის მართვა;
- სამსახურის მუშაობის შესახებ რეგულარული ანგარიშგების და ანალიზის მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
- სამსახურში არსებული მომსახურების პროცესების ოპტიმიზაცია და ახალი პროცესების ინიცირება;
- არსებული პროგრამებისა და ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია და ახლის შემუშვება/დანერგვა;
- კრიტიკული სიტუაციების მართვის გეგმის შემუშავება და მართვა;
- მომხმარებლის მომართვიანობის პროგნოზირება და შესაბამისი რესურსების განსაზღვრა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ოპერაციების მართვის მიმართულებით);
- აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში. უპირატესობად ჩაითვლება ქოლ ცენტრის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- მინიმუმ 10 თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მართვის გამოცდილება;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/FMd9vyCb
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები