დღეს - 16 მაი
სტარტი
სტომატოლოგიური და HI შემთხვევების მომსახურების მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს დროებით ვაკანსიას სტომატოლოგიური და HI შემთხვევების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:
  • შემოსული ზარალების მიღება და პროცედურით განკუთვნილი მოქმედებების უზრუნველყოფა;
  • ჯანმრთელობის ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის პროდუქტებზე გაცხადებულ სტომატოლოგიურ ზარალებსა და სხვა ჯანმრთელობის პროდუქტებზე( სიცოცხლის დაზღვევა, სამოგზაურო დაზღვევა, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა...) დაფიქსირებულ ზარალებზე დროული რეგაირება და ვადების დაცვით დარეგულირება;
  • კლიენტისთვის სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ ვადებში პასუხის დაბრუნება;
  • უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლიენტის დეტალური ინფორმირება სატელეფონოდ/წერილობით პროცედურის დაცვით;
  • დადებითი გადაწყვეტილების სწრაფად და სწორად აღსრულების უზრუნველყოფა;
  • დელეგირების ზღვარს ზემოთ არსებული შემთხვევების სწრაფი ესკალაცია შესაბამის თანამშრომლებთან და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა;
  • კლიენტის ლოიალურობის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • ზარალის რეგულირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის შეგროვება და პროგრამულად ასახვა;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება დაკავებული თანამდებობის მიზნების შესაბამისად;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება სტომატოლოგიის მიმართულებით;
  • უპირატესობად ჩაითვლება სტომატოლოგად მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://hel-ai.com/apply/0ct9SIze

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები