დღეს - 05 მაი
სტანდარტი
მონიტორინგის სამმართველოს უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა კოორდინირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ორგანიზაცია: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“
პოზიციის დასახელება: სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგის და კონტროლის სამმართველოს უფროსი
სამუშაო ადგილი: კომპანიის თბილისის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
შრომის ანაზღაურება : 5060 (საშემოსავლოს ჩათვლით)

შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აცხადებს კონკურსს სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის სახიფათო ნარჩენების მართვის მონიტორინგის და კონტროლის სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
მოკლე ინფორმაცია კომპანიის შესახებ: შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ შეიქმნა 2012 წელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენენების მართვის კომპანია“ პასუხისმგებელია მუნიციპალური (არასახიფათო) ნაგავსაყრელების მართვაზე ქვეყნის მასშტაბით გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა. დღეისათვის კომპანიის მფლობელობაში 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელია.
კომპანიის მისიაა ნარჩენების განთავსების და გადამუშავების შედეგად გარემოზე და ადამიანზე ზემოქმედების შემცირების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა და რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოსახლეობისა და ეკოსისტემების უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემების შექმნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სახიფათო ნარჩენების მართვის ობიექტების ტექნიკური, გარემოსდაცვითი და ოპერაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლის კოორდინაცია;
  • ობიექტების ოპერირების, შრომის უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია და მათი დაცვის მონიტორინგი.
  • ობიექტებზე მომუშავე პერსონალისთვის პერიოდული სწავლებების ორგანიზება;
  • სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საველე სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი/ ინსპექტირება;
  • ისტორიულად დაბინძურებული ადგილებისა და სახიფათო ნარჩენების სამარხების ინვენტარიზაციის ორგანიზება;
  • ნაგავსაყრელის, რეგიონული ცენტრებისა და სამარხების ოპერირებისა და მოვლის პროცესების რეგულარული მონიტორინგი;
  • სახიფათო ნარჩენების ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შერჩევითი შემოწმება საპროექტო დოკუმენტაციასთან და სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად.
  • დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა.
  • მშენებლობის ნებართვებისა და გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებში მონაწილეობა.
  • ობიექტებზე გარემოსდაცვითი მონიტორინგის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
  • ინტეგრირებულ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების პროცესის მონიტორინგი (დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა);
  • ნაგავსაყრელებიდან და რეგიონული ცენტრებიდან შემოსული მონაცემების ვალიდაციისა და მონაცემთა ბაზის წარმოების კოორდინაცია;
  • სამმართველოს საქმიანობის კოორდინაცია, თანამშრომლებისათვის დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი;
  • სახიფათო ნარჩენების მართვის დეპარტამენტის დაგეგმილი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი
  • კომპანიის ხელმძღვანელობის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები(კვალიფიკაცია და უნარები):
  • ეკოლოგი, ტექნოლოგი, გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშების განხილვაში მონაწილეობა, სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურების ცოდნა, გარემოსდაცვითი მონიტორინგის QA, QC პროცედურის ცოდნა
  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • MS ოფისის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ინგლისური ენის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა, მოტივირებულობა, დავალების დროულად შესრულების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა.
  • ფორსმაჟორულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

შერჩევა ხორცილედება:
  • CV/რეზიუმეების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 21 აპრილიდან 2026 წლის 05 მაისის ჩათვლით გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე hr@waste.gov.ge შემდეგი დოკუმენტები:

სამოტივაციო წერილი
CV (უნდა შეიცავდეს რეკომენდატორის სახელსა და საკონტაქტო ინფორმაციას)
დიპლომის ასლი
პირადობის ასლი
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილი აპლიკაციის წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან.
გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
კოორდინირება
ნახვები
უნიკალური ნახვები